loader

უმძიმესი კადრები - ავარია ფოთი-გრიგოლეთის გზაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები - ავარია ფოთი-გრიგოლეთის გზაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა


ფოთი-გრიგოლეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.