loader

"ეს თითქმის დანაშაულს უტოლდება" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე მედპერსონალის არათანაბარ ანაზღაურებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს თითქმის დანაშაულს უტოლდება" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე მედპერსონალის არათანაბარ ანაზღაურებაზე?

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს. როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, შრომის ინსპექცია ასევე შეისწავლის 111 კლინიკის შემთხვევას, თუ როგორ უნდა იყოს ანაზღაურების საკითხი დარეგულირებული.

"ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია სწავლობს დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას, საიდანაც არის განცხადება შემოსული. დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შრომის ინსპექცია შეისწავლის, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე დამატებით იმ დანამატის ჭრილი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს. დარწმუნებული ვარ, მოხდება უკანა რიცხვით იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც დღეს მიყენებულია სამედიცინო პერსონალის მიმართ", - განაცხადა ტიკარაძემ.

მან კონკრეტული კლინიკის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ის კლინიკებია, რომლებიც კორონავირუსის მართვაშია ჩართული.

"ეს, რა თქმა უნდა, დაბალი ზღვარია და თითქმის დანაშაულს უტოლდება", - განაცხადა ტიკარაძემ.