loader

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან.

პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.