loader

"კი, აი, შიშით ფეხები მიკანკალებს" - კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა ოპონენტებთან დებატების - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კი, აი, შიშით ფეხები მიკანკალებს" - კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა ოპონენტებთან დებატების

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერობის სხვა კანდიდატებთან ოთხი ტელევიზიის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპონენტების შეფასებით, კალაძეს მათთან დებატების ეშინია, კალაძემ განაცხადა: "შიშით ფეხები მიკანკალებს".

კახა კალაძის თქმით, მისთვის გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას კანდიდატურა სხვა კანდიდატებისგან არ განსხვავდება.

"მზად ვარ დებატებისთვის, თვარმეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს, ნეიტრალურ ტელევიზიაში "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იყვნენ წარმოდგენილები. ესენი არავისგან განსხვავდებიან, არც რიჩარდისგან, არც რეიტინგებით, არაფრით განახვავდებიან, არც თავინთი წარსულით, არც აწმყოთი ან მომავლით",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტელეკომპანია - "ფორმულა", "მთავარი არხი", "ტვ პირველი" და "კავკასია", 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, დედაქალაქის მერობის კადიდატებს, კერძოდ, ნიკა მელიას, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს დებატებისთვის 28 სექტემბერს, 22:00 საათზე ეთერს სთავაზობს.