loader

გიორგი გახარია კახა კალაძესა და ნიკა მელიას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარია კახა კალაძესა და ნიკა მელიას მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ტელეკომპანია „იმედზე“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნიკა მელიას „მთავარ არხზე“ დებატებში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთი ბიძინა ივანიშვილის პროექტს გვეძახის, მეორე კი მიხეილ სააკაშვილთან კავშირში გვადანაშაულებს. მათ ფაქტობრივად შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები და აწყობენ ცირკს იმის მაგივრად, რომ შინაარსიან დებატებში შემოვიდნენ.

ამიტომ მივმართავ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნიკა მელიას, მოდი, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ, ერთი ერთზე იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც ჩანს, როგორც ბოლო გამოსვლებში მოვისმინე, კახა კალაძეს სხვა ტელევიზიებში სიარულის გარკვეული დისკომფორტი აქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო „იმედის“, პარტიულ ტელევიზაში დებატები, იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ნიკა მელიას კი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ არხზე „მთავარ არხზე“ ვთავაზობ დებატებს“,- განაცხადა გახარიამ.