loader

ავღანეთში შიმშილობის სერიოზული საფრთხე გაჩნდა - დონორებიქვეყნის დასახმარებლად 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში შიმშილობის სერიოზული საფრთხე გაჩნდა - დონორებიქვეყნის დასახმარებლად 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ

დონორები ავღანეთის დასახმარებლად, რომელიც „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ სიღარიბისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ, ჟენევაში გამართულ გაეროს კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ავღანეთისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 64 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, დამატებით 11.5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გეგმის შესახებ განაცხადა ნორვეგიამ.

კონფერენციაზე, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ავღანეთის დახმარების მთავარი პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ.