loader

“საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა“ - კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა“ - კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე


“საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა. საარჩევნო რეჟიმში ვარ, ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე და ქალაქთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე,“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

კალაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებით არის დაკავებული და ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია თუ ინტერესი არ გააჩნია.