loader

დღეს ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში დაიწყო

ახალი სასწავლო წელი დღეიდან იწყება, თუმცა, პროცესი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თითქმის 3 კვირა ონლაინ რეჟიმში იქნება.

ბავშვები, ისევე როგორც სტუდენტები, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან. თუმცა, მსურველებისთვის კვლავაც ძალაში იქნება დისტანციური სწავლის ფორმა.

რაც შეეხება პირველკლასელებს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას 4 ოქტომბერს, პირდაპირ საკლასო ოთახებში დაიწყებენ. განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად იწყება, მაგრამ ეს დროებითია.