loader

უმძიმესი კადრები: მონადირეებმა ერთ ღამეში 1500 დელფინი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები: მონადირეებმა ერთ ღამეში 1500 დელფინი მოკლეს

ფარერების კუნძულებზე მონადირეებმა 1428 დელფინი წყლის ვიწრო მონაკვეთში შეყარეს და დახოცეს. ინფორმაციას ბუნებიდამცველი ორგანიზაცია Sea Shepherd-ი 14 სექტემბერს ავრცელებს. 

ცხოველთადამცველების ინფორმაციით, კვირას ღამე, მონადირეებმა სწრაფმავალი კატარღებითა და ჰიდროციკლებით რამდენიმე საათში, დელფინების ჯოგი ვიწრო მონაკვეთში, სოფელ სკალაფიორდურთან შეყარეს და თითქმის ყველა მათგანი დახოცეს. 

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ნადირობა დელფინებზე არა მხოლოდ კუნძულებზე, არამედ მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ აქამდე, დელფინების ყველაზე მასშტაბური დახოცვის რაოდენობა 1200-ს შეადგენდა. 

ცხოველთადამცველები ამტკიცებენ, რომ კონკრეტულად ეს ნადირობა იყო უკანონო, რამდენადაც მონადირეების დიდ ნაწილს ლიცენზია არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიას იმ ადამიანებს ურიგებენ, რომელსაც დელფინის სწრაფი მოკვლა შეუძლიათ.