loader

"წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთანაც" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო კავშირზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთანაც" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო კავშირზე?

"გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ამ საკითხზე სპეკულაცია არ სურს და ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

"პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, რაც თქვენ მკითხეთ, რომ ხომ არ შეიძლება, თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული, ან შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინფორმაციასთან, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს ფალსიფიკაციაა, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე', - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.