loader

"მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა“ - მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას ტყუილში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა“ - მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას ტყუილში ადანაშაულებს



"ბექა ყორშია და მისი ოპერატორი, სამწუხაროდ, სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ვიცი, მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია არავის გაგიკვირდებათ ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით "მთავარი არხის" ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც არის იქ ე.წ ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ანუ, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.