loader

"თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საძირკველი ხართ თქვენ" - კახა კალაძე ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საძირკველი ხართ თქვენ" - კახა კალაძე ჟურნალისტებს

"მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა კომენტარს გააკეთებს გუშინ ქარელში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი დაშავდა.

კახა კალაძის თქმით, "მთავარი არხის" ოპერატორი მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.

"მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე? ძალადობას ამართლებთ თქვენ მთელი ეს წლებია. თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებს შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის ფუძე და საძირკველი ხართ თქვენ", - აღნიშნა კალაძემ.