loader

“სამარცხვინოებო! ხელი გაუშვი“ - ხელჩართული ბრძოლა და ჭიდაობა სუს-თან, სადაც 2 ადამიანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამარცხვინოებო! ხელი გაუშვი“ - ხელჩართული ბრძოლა და ჭიდაობა სუს-თან, სადაც 2 ადამიანი დააკავეს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბესა და საბურთალოში, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა დააკავეს.

„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დაამტვრიეს. მათი განცხადებით, „შკოდა ოქტავიები“ სუს-ის სიმბოლოა და „მოდულის შენობის მსგავსად უნდა დაინგრეს“.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ცოტნე კობერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მის დაკავებასაც ცდილობდნენ და პარტიის წევრები მას გამოესარჩლენ.

,,გირჩმა აქ „შკოდა ოქტავია“ მოვიყვანეთ, დავუმტვრიეთ ეს შკოდა და სიბრაზე გამოვხატეთ ამ ფორმით. ჩემს დაკავებასაც ცდილობდნენ, მაგრამ არასრულწლოვანი ვეგონე და მომერიდნენ, დააკავეს ჩვენი პარტიის ორი წევრი, გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც გამოსარჩლებას ცდილობდნენ. ეს მანქანა ზურაბ ჯაფარიძემ იყიდა, შემდეგ ჩამოწერა, ნომერიც არ აქვს, მოვიყვანეთ მანქანა და აქ დავამტვრიეთ. სუს-თან მიმართებაში დაგროვებული ბრაზი გამოვხატეთ ამ ფორმით“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.