loader

ამ წუთებში მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, დაზარალებულების დაკმაყოფილება ინვესტორების მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმება კი „მიონის“ ეპიზოდზე მოხდა.