"მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა",- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას "ვიღაც კოკაინშიკი" უწოდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია".

"მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა. ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს.

ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია. ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის "კოკაინშიკი" მერე ნაწილი მართლა იჯერებს.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი „ოცნების“ ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა“, - წერს სააკაშვილი.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს