loader

“ნაკურთხი წყალი მე თვალით არ მინახავს საერთოდ, რაზეც იმ ჩანაწერშია საუბარი“ - ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნაკურთხი წყალი მე თვალით არ მინახავს საერთოდ, რაზეც იმ ჩანაწერშია საუბარი“ - ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრცელებულ ფარულ მასალებში მასზე არსებული ჩანაწერების ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, თუ რაიმე ავთენტურია, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, იმიტომ, რომ იკვეთება კანონდარღვევა.

„მე რაც მოვისმინე, იყო აბსოლუტურად უინტერესო ინფორმაცია ნებისმიერი ადამიანისთვის. რაღაცა ნაკურთხი წყალი მე თვალით არ მინახავს საერთოდ, რაზეც იმ ჩანაწერშია საუბარი. რაც შეეხება ჯვრის მონასტერთან გარე ვაჭრობის თემას, მახსოვს, რომ მაშინ არაერთ პოლიტიკოსთან იყო ამაზე საუბარი, რომ მოსაწესრიგებელი იყო ეს საკითხი. არის რაღაცები, რაც სინამდვილეს შეესაბამება.