loader

“ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როცა გამოვკეტავთ ციხეში“ - ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როცა გამოვკეტავთ ციხეში“ - ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე



“ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როცა გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს. მე ერთი მინდა, რომ ყველას ვუთხრა, სააკაშვილი დღეს არის ბრალდებული და მსჯავრდებული მათ შორის, ძალიან მძიმე დანაშაულებებზე, თუნდაც ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის, ცემის ფაქტი, რომელიც სააკაშვილმა შეუკვეთა და ლამის მოკლეს ეს კაცი, გირგვლიანის საქმე, 26 მაისის საქმე, უამრავი საქმე, ძალადობრივი საქმეები, მათ შორის მე ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მთელი ეს ძალადობა რაც ხდებოდა ქვეყანაში, ეს ხდებოდა სააკაშვილის გარეშე, რა თქმა უნდა ეს არის ძალადობრივი საქმეები და რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ შევეკითხებით, კანონი უნდა აღსრულდეს თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც 20% ჩვენი ტერიტორიის დააკარგვინა, გადასცა კოდორი, ასობით სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა, დააბრუნა საქართველოში.“ - განაცხადა ირაკლი ღარიბასვილმა “რუსთავი 2“ -ის ეთერში.