loader

"მიპატიებია ყველასთვის… მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია..." - ნიკო კვარაცხელიას დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიპატიებია ყველასთვის… მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია..." - ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა მზად არის ყველას ყველაფერი აპატიოს, ოღონდ ქვეყანაში მსგავსი ბოროტება აღარ მოხდეს. ნიკას დედის სიტყვებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია აქვეყნებს.

„მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა…” ,- ასე გადმოსცემს 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დედის სიტყვებს ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია.