loader

ექსპერტი-კორონავირუსის "მიუ" შტამი შესაძლოა უკვე რუსეთშიცაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსპერტი-კორონავირუსის "მიუ" შტამი შესაძლოა უკვე რუსეთშიცაა

კორონავირუსის ,,მიუ“ შტამმა შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე უკვე შემოაღწია. იმ ქვეყნებსა და ადგილებში , სადაც ,,დელტა“ შტამმა ფეხი ვერ მოიკიდა, ახლა ,,მიუ“ შტამი ენაცვლება მათ, - ამის შესახებ მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ანდრეი ისაევმა, მედიასთან საუბარში განაცხადა.

მეცნიერმა აღნიშნა, რომ ახალი შტამი აზიის რიგ ქვეყნებსა და ევროპაში უკვე დაფიქსირდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ,,მიუ“ შტამი მთელს დედამიწაზე ვრცელდება და პაციენტები, რომლებიც ამ ვირუსით დაავადდნენ, რუსეთშიც იქნებიან.

,,იმის გამო, რომ მონაცემები ხელმისაწვდომი არაა, არ შეგვიძლია შევაფასოთ მოსახლეობის რა ნაწილი მოიცვა ამ შტამმა და როგორ განვითარდება ავადობის შემთხვევები“ , - განაცხადა ანდრეი ისაევმა.