loader

პირველი კოსმოსური ტურისტები დედამიწაზე დაბრუნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კოსმოსური ტურისტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

კოსმოსური ხომალდი Crew Dragon, რომლის ეკიპაჟი პირველად ისტორიაში, სამოქალაქო პირებით იყო დაკომპლექტებული, დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა. ხომალდი ფლორიდის შტატთან ახლოს, ატლანტიკის ოკეანეში დაეშვა. პირდაპირი ტრანსლაცია SpaceX-ის Twitter-ის გვერდზე მიმდინარეობდა. 

კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით, დაშვება გრაფიკის მიხედვით განხორციელდა. ხომალდის კაფსულა ოკეანეში 19:06 ჩამოფრინდა. რამდენიმე საათით ადრე, ეკიპაჟმა სპეციალური სკაფანდრები გაიკეთეს და დაშვებისთვის მოემზადნენ.