loader

"იმედია, პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ..." - ენტონი ფაუჩის პროგნოზი პანდემიის დასრულების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედია, პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ..." - ენტონი ფაუჩის პროგნოზი პანდემიის დასრულების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი იმედოვნებს, რომ პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, თუმცა მისი თქმით, ამის გარანტია არ არსებობს. ამის შესახებ ფაუჩიმ "ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა.

"იმედია, პანდემია დასრულდება გაზაფხულისთვის, მაგრამ "დელტა" ვარიანტის შემდეგ არანაირი გარანტია არ არსებობს. ეს არის მხოლოდ იმედი, ეს არის მისწრაფება, მოხდება თუ არა, ვნახოთ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, სწორი იქნება მესამე დოზით აცრა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბავშვებს, ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა ბავშვებს მესამე დოზით ვაქცინაცია.

"ჩვენ ეს არ ვიცით. ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ფაუჩიმ.