"მივიღეთ გადაწყვეტილება" - კახა კალაძის თქმით, თბილისში დღეიდან მოსახლეობას დამატებით ახალი ავტობუსები მოემსახურება
დედაქალაქში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების და Ford-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.
როგორც დედაქალაქის მერმა პრეზენტაციისას აღნიშნა, ავტობუსები დიზელის ძრავაზე მომუშავე e uro 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია.
კახა კალაძის თქმით, 35 ახალი ავტობუსი მოსახლეობას დღეიდან მოემსახურება. კერძოდ, 23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე შემცირდება.