loader

"ხელ-ფეხი შეუკრეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს" - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელ-ფეხი შეუკრეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს" - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და წარსულში ნასამართლევი,1981 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.