X
"როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი... არ გიტყდებათ?!" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
15:26 / 21-09-2021
"როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად „დაგასიაფანდებთ“. არ გიტყდებათ?!"- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აკეთებს, რითიც თბილისში "სისხლიანი ბანერების" გამოჩენას ეხმაურება.

სააკაშვილის განმარტებით, აღნიშნული ბანერების ავტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოყვანილი პირი, მოშე კლუგჰაფტია. მისი შეფასებით, სწორედ ის არის "გენერალი ქართული საზოგადოების ტვინების წინააღმდეგ ომში".

"მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად "დაგასიაფანდებთ". არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ "გიტყდებათ", პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად "ტეხავს" უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყვლაფერს აქვს საზღვარი და წერტილი!"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს