loader

“შეგვიძლია გავუშვათ კადრები, როგორიცაა, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი“ - ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შეგვიძლია გავუშვათ კადრები, როგორიცაა, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი“ - ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ


არავითარი შანსი ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალას არ აქვს, რომ დაბრუნდეს ძალაუფლებაში და ჩვენ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტიული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციის საწინააღმდეგო რაიმე ფარული კადრების გამოქვეყნებას, კობახიძე პასუხობს, რომ ეს არ იგეგმება და „როგორია ნაცმოძრაობის სახე, ამაზე აქვს ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია“.