loader

"შე ნაძირალა პროვოკატორო " - ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შე ნაძირალა პროვოკატორო " - ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.

კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. კობახიძემ მელიას მიმართა: "ნუ აწყობ პროვოკაციას".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ისე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.