loader

“კედელთან მიმწყვდეული „ქართული ოცნება“ რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიული ხდება“ - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კედელთან მიმწყვდეული „ქართული ოცნება“ რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიული ხდება“ - ნიკა მელია


“ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ ოქმს გამოვიტანთ ხელუხლებელს. საქართველო, ქართველი ადამიანი, ერი მისი ამაყი იზეიმებს, გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე. ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს, 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე „ქართული ოცნება“ უფრო ისტერიული ხდება, თუმცა შიში მათ პოლიტიკური მარცხისგან ვერ იხსნის.