loader

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლექსო ლაშქარავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლექსო ლაშქარავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს.

შესაბამის განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და დაჯარიმდა 2 000 ლარით. ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს მიერ გავრცელებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით. ამასთან, უწყების შეფასებით, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტს ჰქონდა ადგილი.

ვრცლად იხილეთ ბმული.