loader

"არ გაქვს უფლება... ხელი გაუშვი" - დაპირისპირება ხელვაჩაურის მერიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გაქვს უფლება... ხელი გაუშვი" - დაპირისპირება ხელვაჩაურის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობა" ხელვაჩაურის მერის მოადგილეს ზეწოლაში ადანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, მიშა ბოლქვაძის თქმით, გამგეობაში მეწყრული პროცესის შედეგად დაზარალებულებთან ერთად მივიდნენ, რათა მოსახლეობა მერს შეხვედროდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი მეწყრული პროცესებით დაზარალებულებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერთან შესახვედრად მივიდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბავს "ფეისბუქლაივის" საშუალებით აშუქებდნენ, რა დროსაც, მათი მტკიცებით, ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახაბერ ფუტკარაძემ, მათ ტელეფონი წაართვა და ტრანსლაციის შეწყვეტა მოსთხოვა.

ფაქტს თავად ფუტკარაძე არ უარყოფს. ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობით მანიპულირებას ცდილობდა და სწორედ ეს გახდა აღნიშნულის მიზეზი.

კახა ფუტკარაძე "აჭარის ტელევიზიასთან" ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა გადაიღოს მიშა ბოლქვაძემ მისი და მოსახლეობის შეხვედრა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში გიგა თედორაძე ავრცელებს.