loader

"ფაიზერის" ვაქცინებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვადა" - ეკატერინე ტიკარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფაიზერის" ვაქცინებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვადა" - ეკატერინე ტიკარაძე

"არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, FDA-მ "ფაიზერის" ვაქცინებს ვაქცინაციის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა.

"არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით, სრულად არის მოხსნილი", - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.