X
(18+) სამართალი "თალიბანურად": ადამიანის გატაცებაში ბრალდებულის გვამი ქალაქის ქუჩაში დაკიდეს
11:37 / 26-09-2021
მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა, რომელიც ავღანეთის ხელისუფლება აიღეს, ჰერატის პროვინციაში 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რომლებიც ადამიანების გატაცებაში იყვნენ ბრალდებულები. ინფორმაციას Aamaj News-ი, 25 სექტემბერს ავრცელებს. 

სააგენტო Associated Press საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავიდან თალიბებმა კაცები დახოცეს, შემდეგ კი მათი გვამები საჯაროდ, ქალაქში ჩამოკიდეს. 

წყაროს თქმით, თალიბებმა ქალაქის ცენტრში გამოაცხადეს, რომ 4 მამაკაცი ადამიანის მოტაცების ბრალდებით დააპატიმრეს. შემდეგ ისინი დახვრიტეს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის თქმით, "თალიბანის" წევრებმა გატაცებული მამა და მისი ვაჟი გამოიხსნეს. მისივე თქმით, ორმხრივი სროლის დროს, დაიღუპა დაჯგუფების ერთი წევრი, ასევე ერთი მოქალაქეც. 

გავრცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ადამიანის სხეული საზოგადოების თავშეყრის ადგილზე არის ჩამოკიდებული.

რადიკალური დაჯგუფების წევრებს ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ერთ ერთმა ლიდერმა ნურუდინ ტურაბიმ, Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საჯარო დასჯებს განაახლებენ. დასჯებს კი ქურდობის გამო კიდურების მოჭრით დაიწყებენ. 

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს (+18) კადრებს
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს