loader

"თალიბანი" ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თალიბანი" ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს

ავღანეთში ,,თალიბანის“ ახალი ხელისუფლება ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

,,თალიბანის“ ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ისინი სრული კოოპერაციისთვის მზად არიან და ქაბულის აეროპორტთან დაკავშირებული პრობლემებიც აღმოფხვრილია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბდულ ქაჰარ ბალქჰმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ფრენების შეჩერებამ უამრავი ავღანელი საზღვარს მიღმა დატოვა. მისი თქმით, პრობლემები შეექმნათ ასევე სასწავლებლად და სამუშაოდ წამსვლელ ადამიანებსაც.