loader

"როგორ მოგვივიდა ეს ინფორმაცია, სახელი და გვარი გითხრათ?" - მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას მიერ "კოკაინის" მოხმარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ მოგვივიდა ეს ინფორმაცია, სახელი და გვარი გითხრათ?" - მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას მიერ "კოკაინის" მოხმარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

"უუცნაურესად იქცეოდა ეს ადამიანი, არავის უკითხავს და კოკაინზე დაიწყო ლაპარაკი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პირველად სიტყვა "კოკაინი" გიორგი გახარიამ ახსენა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ერთადერთი, რაზეც მისი გაკრიტიკება შეიძლება, ის არის, უნდა მოეყოლა თუ არა საჯაროდ ინფორმაციაც, რაც ჰქონდა.

"მოიგონა, რომ სამხარაულში პროვოკაციას მიწყობენო და ჩრდილი მიაყენა ძალიან ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რაც "ნაცებსაც" არ უკადრებიათ. ჩავიდა ვენაში და არალიცენზირებულ კლინიკას გააკეთებინა ანალიზი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნევროლოგთან გააკეთა, რომელიც საერთოდ არ აკეთებს ამას. როგორც მინიმუმ, ჩემში, როგორც ადამიანში, სერიოზული კითხვები გაჩნდა. სიტყვა "კოკაინი" პირველად გახარიამ ახსენა. კაცმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე დაიწყო საუბარი და იმაზე გადაირია. 7 სხვადასხვა ნარკოტიკი იყო და რაღა "კოკაინზე" ილაპარაკა? ერთადერთი, რაზეც ირაკლი კობახიძე შეიძლება გააკრიტიკო, არის, უნდა მოეყოლა თუ არა ის ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.