loader

ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებზეც ჩანს, რომ ის თანამშრომლებთან ერთად ქეიფობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებზეც ჩანს, რომ ის თანამშრომლებთან ერთად ქეიფობს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც გამყრელიძე თანამშრომლებთან ერთად რესტორანში იმყოფება, განმარტებას აკეთებს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კახეთში, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით ისადილეს.
მისივე განმარტებით, სუფრაზე მყოფი ყველა პირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში, ადგილობრივ მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე, რომელიც ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებს ეხებოდა. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.

დავათვალიერეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გამყრელიძის მიერ თანამშრომლებთან ერთად რესტორანში სადილის ამსახველ ფოტოებს "სტუდია მონიტორი" ავრცელებს.