loader

ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებიდან 1 წელი გავიდა - როგორ მიმდინარეობს რეგიონის აღდგენა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებიდან 1 წელი გავიდა - როგორ მიმდინარეობს რეგიონის აღდგენა?

2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებულმა ბრძოლამ ოცდაათწლიან კონფლიქტს კიდევ ერთი სიცოცხლე აჩუქა.
44 დღის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიამ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა, რომელიც 1994 წლიდან სომხური ძალების კონტროლის ქვეშ იყო.
ომს 7 ათასი ჯარისკაცი და 160-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ბრძოლა მოსკოვის შუამავლობით დასრულდა 2020 წლის 10 ნოემბერს.
საინტერესოა, როგორ აგრძელებს ერთი წლის თავზე ცხოვრებას ქალაქი შუშა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სიმბოლო. ის გარკვეულწილად ყარაბაღის გასაღებად ითვლება. ქალაქის მფლობელი არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს იკავებს, არამედ აკონტროლებს ორივე მხარისთვის ღირებულ კულტურულ ობიექტებს.

ავტორი: ნინი ქობალია