loader

"დამემუქრა, რომ 2 კვირის ჩვილს მომიკლავდა..."- შანაე ბრუკის მკვლელობის უცნობი სკანდალური დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამემუქრა, რომ 2 კვირის ჩვილს მომიკლავდა..."- შანაე ბრუკის მკვლელობის უცნობი სკანდალური დეტალები


შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მკვლელობის შემდეგ ცხედრის დაწვას გეგმავდა - გამოძიების მასალებში, რომელიც "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საუბარია მკვლელობის დღემდე უცნობ დეტალებზე.

"ჩემი ძმა საუბრობდა, რომ მას თან ჰქონდა დანა, რომელიც იმ გოგოს ჩხუბის დროს გამოუსვა ყელში, რის შემდეგაც გაგუდა. ხოლო გვამი, რომ არ ეპოვათ ჩაუცურებია ბუჩქებში და ზევიდან დაუყრია ტოტები... ჩემი ძმის განმარტებით, შემდგომში უნდოდა გვამის დაწვა, რაც ვერ მოახერხა, კერძოდ, ხსენებულის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში, მოწესრიგდა, შეუძენია ბენზინი და დაბრუნებულა გვამთან, მაგრამ იქვე მიმდებარედ მოძრაობდნენ პიროვნებები რის გამოც ვერ შეძლო და დაბრუნებულა უკან,"- ნათქვამია ბრალდებულის ძმის ჩვენებაში.

რაფაელ მურსაკულოვის ძმამ დუმილი პირველად "კურიერთან" დაარღვია, თუმცა, კამერის წინ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება უარყო.