loader

"მინდა სიახლესთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია" - კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში შუა საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა სიახლესთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია" - კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში შუა საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს

გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში შუა საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ამ დროისთვის არტეფაქტები „თბილისის განვითარების ფონდში“ ინახება, მოგვიანებით კი ისინი მუზეუმში განთავსდება.

„იცით, რომ დაწყებული გვაქვს გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია. სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება და მომდევნო დღეებში გვექნება საშუალება, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა გავაკეთეთ. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც სარდაფებში ვაწარმოებდით გაწმენდით სამუშაოებს, რაც მიწით და ნაგვით იყო დაფარული, ამ სამუშაოების დროს აღმოჩენილ იქნა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები და არტეფაქტები. ისინი შენახულია და სამომავლოდ კონკრეტულ შენობაში მუზეუმის სახით განთავსდება. ისტორიული ნაშთების ნაწილი, ძველი ნაგებობების, ჭურჭლის სახით რაც არის აღმოჩენილი, შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. პროცესში პირველივე დღიდან ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ნამუშევრები დღეს "თბილისის განვითარების ფონდში" ინახება.

ამ პროექტის ფარგლებში, 30 შენობა-ნაგებობის განახლება-რეაბილიტაცია ჩატარდა, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, სამუშაოები გრძელდება და მიმდებარე ქუჩებზე სახელებსაც სჭირდება რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში, 200-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები რეაბილიტაციის შემდეგ“, - განაცხადა კალაძემ.