loader

"თქვენ ახლა იქცევით უზრდელურად... კომიტეტზე ვართ თუ ტყეში?" - დაპირისპირება პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ ახლა იქცევით უზრდელურად... კომიტეტზე ვართ თუ ტყეში?" - დაპირისპირება პარლამენტში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა ითხოვდა, დღის წესრიგისთვის დაემატებინათ საკითხი ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარების თაობაზე. ის ასევე მოითხოვდა დღევანდელ სხდომაზე ემსჯელათ მოსმენებთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადებაზეც.

"ქართული ოცნება" არის დამნაშავე, რომ უკანონოდ უსმენს ელჩებს. მე ვითხოვ ამაზე თქვენს შეფასებას. ევროკავშირში საქართველოს ელჩი დაიბარეს ბრიუსელში მასობრივი უკანონო მოსმენების გამო. ნორმალურია, როცა ელჩს იბარებენ ამაზე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ და ევროკავშირის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ქმედებები?" - აცხადებს ბოკუჩავა.

ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ელჩის დაბარება კონსულტაციებზე ნორმალურია.

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კვორუმი გაყალბებული დოკუმენტით შექმნეს, რის საპასუხოდაც, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამით აპარატის თანამშრომლებს აყენებს შეურაცხყოფას.