loader

როდის დაიწყება საქართველოში მესამე, ე.წ. “ბუსტერ“ დოზებით აცრა - ამირან გამყრელიძე სიახლის დეტალებს განმარტავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის დაიწყება საქართველოში მესამე, ე.წ. “ბუსტერ“ დოზებით აცრა - ამირან გამყრელიძე სიახლის დეტალებს განმარტავს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება „ბუსტერ“, ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი განიხილება და მას შემდეგ გადაწყდება, რაც ქვეყანა ორჯერადად აცრების რაოდენობით გარკვეულ ზღვარს მიუახლოვდება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველო არ დაელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.