loader

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს; კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება სააკაშვილი ბათუმის ბულვარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს; კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება სააკაშვილი ბათუმის ბულვარში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ყოფნის ამსახველ მეორე ვიდეოსაც ავრცელებს. ამჯერად ჩანს, როგორ გადაადგილდება მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ქუჩებში.

„მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ, მიუხედავად მუქარებისა, ყველანაირის. მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ: 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრნი. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის. მართლაც, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას; არც პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპათიურებათ და რომლებიც მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ მისცეთ ხმა“, - განაცხადა სააკაშვილმა.