loader

"მე ყველგან ვიქნები..." - გიორგი გახარიას თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეები არჩევანს განახლებასა და წარსულს შორის აკეთებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ყველგან ვიქნები..." - გიორგი გახარიას თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეები არჩევანს განახლებასა და წარსულს შორის აკეთებენ

"ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის, მჯერა, საქართველოს თითოეული მოქალაქე ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს, მეორე ტურში იქნება ეს თუ პირველში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია წინსვლა", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რამდენად ელოდება, რომ მეორე ტურში თავად გავა, ასე უპასუხა: "მე ყველგან ვიქნები".

"დღეს აშკარაა, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე. იმიტომ რომ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ყველამ ვნახეთ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ,რომ ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის.გულწრფელად მჯერა, რომ დღეს საქართველოს თითოეულიმოქალაქე, გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება, ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. მეორე ტურში იქნება ეს თუ პირველ ტურში,ამას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია წინსვლა", - განაცხადა გახარიამ.