loader

"აქვე დაგიდასტურებთ, ზუსტი მონაცემი არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციის ეჭვს გამოვრიცხავ" - მამუკა მდინარაძის თქმით საქართველოში არაერთი მეორე ტური გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქვე დაგიდასტურებთ, ზუსტი მონაცემი არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციის ეჭვს გამოვრიცხავ" - მამუკა მდინარაძის თქმით საქართველოში არაერთი მეორე ტური გაიმართება

არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური - შეიძლება ეს 10-ზე მეტიც იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი - რაც შეეხება თბილისს, ეგზიტპოლის შედეგებით, არის 51%-ზე ცოტა მეტი, 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით არ შეგვიძლია რამე ვთქვათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ეძლევა მუშაობის საშუალება, რადგან, მისი თქმით, ხდება ხელოვნურად კონკრეტული პრობლემების გამოწვევა.