loader

კახა კალაძე - 45.5%, ნიკა მელია - 34.13% - ცნობილია ცესკოს წინასწარი მონაცემები თბილისის მერის არჩევნებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძე - 45.5%, ნიკა მელია - 34.13% - ცნობილია ცესკოს წინასწარი მონაცემები თბილისის მერის არჩევნებზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის დათვლილი მონაცემების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური იქნება.

კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 320 უბნის მონაცემების მიხედვით, მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 45,5 % მიიღო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34, 13 %-ით. პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი გახარიამ ხმების 8, 97 % მიიღო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50 %-ზე მეტი უნდა მიეღო.