loader

ცესკო-ს განახლებული სტატისტიკა - რომელ ქალაქებშია მოსალოდნელი მერების არჩევნების მეორე ტური? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკო-ს განახლებული სტატისტიკა - რომელ ქალაქებშია მოსალოდნელი მერების არჩევნების მეორე ტური?


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ცესკოში ოქმების ფაქტობრივად 100% შესულია და მხოლოდ რამდენიმე ოქმის მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს.

საკრებულოების პროპორციული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით 3 743 უბნიდან 3 740 უბნის მონაცემები გამოქვეყნებულია.

როგორც კალანდარიშვილმა განაცხადა, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში და რუსთავში წინასწარი შედეგებით, მერების არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ თემებშიც შესაძლოა, გაიმართოს.

რაც შეეხება საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებულ შედეგებს, კალანდარიშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ყველა მონაცემები დამუშავდება, თუ რომელი მაჟორიტარული ოლქები საჭიროებს მეორე ტურს.

არსებული კანონის გათვალისწინებით, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.