ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრ ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის არც ერთ წევრს ხმა არ მიუცია.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს, მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, მელიამ 3 აგვისტოს წარადგინა.

“ერთი ადამიანის პოლიტიკურად ახირებულ ნებას პარლამენტი მუდმივად წინ ვერ აღუდგება“, - ასეთი იყო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის პოზიცია, საკითხის პლენარულ სხდომაზე წარდგენისას.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინა შემთხვევაში, როცა პარლამენტში უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე 54 ოპოზიციონერი დეპუტატის ანალოგიური შინაარსის განცხადებები იყო წარდგენილი, არ დაკმაყოფილდა, რადგან არ სურდათ, საქართველოში დემოკრატია სწრაფად დასამარებულიყო, მათ შორის, იმ ადამიანის კარნახით, რომელიც ახლა საპყრობილეშია და რევოლუციური პროცესებით არის დაინტერესებული.
ტეგები:
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს