loader

უახლესი ინფორმაცია “ასტრაზენეკას“ შესახებ - რა გახდა დღეს ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია “ასტრაზენეკას“ შესახებ - რა გახდა დღეს ცნობილი?


„ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობა „ასტრაზენეკას" მეორე დოზით შეძლებს აცრას.

„სამწუხაროდ, ვაჩერებთ „ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა „ასტრაზენეკა" მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, „კოვაქსი" თუ მოგვაწვდის „ასტრაზენეკას",- აღნიშნავს გამყრელიძე.