loader

მსვლელობა მაქანის კოლონებით და მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს - სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსვლელობა მაქანის კოლონებით და მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს - სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს


რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა დაპატიმრებულ მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. მათ საზოგადოებას თვითორგანიზებისა და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდეს. "თუ საჭიროა ყველა ქალაქში, ყველა სოფელში გამოვიჩინოთ თვითორგანიზება, შევეხმიანოთ ერთმანეთს და მოვაწყოთ დიდი მრავალათასიანი, მასშტაბური აქციები იმისთვის, რომ დავანახოთ რეჟიმს რამდენი მხარდამჭერი ჰყავს მიხეილ სააკაშვილს, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.