loader

კადიროვს ინაუგურაციის დროს ცრემლი მოადგა, დამსწრეების ნაწილი კი ატირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადიროვს ინაუგურაციის დროს ცრემლი მოადგა, დამსწრეების ნაწილი კი ატირდა

რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის პრეზიდენტის მმართველის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. ინაუგურაციის დროს მან მამამისი გაიხსენა და ცრემლი მოადგა. 

აღსანიშნავია, რომ კადიროვმა ფიცი ორ ენაზე, რუსულსა და ჩეჩნურზე დადო. ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა მას სიტყვით გამოსვლა სთხოვეს. საუბრის დროს ჩეჩნეთის მეთაურმა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ახმატ კადიროვი გაიხსენა. 

"მე ვიმეორებ, რომ ვამართლებ ჩეჩენი ხალხისა და ჩვენი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნდობას. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რესპუბლიკაში მშვიდობა, ჯანმრთელობა და ლამაზი მომავალი იყოს. მიყვარს მამის სიტყვების გამეორება, რომ სიმართლე იზეიმებს", - თქვა კადიროვმა და ცრემლი მოადგა.