loader

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი მივიდა

რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა, პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი, დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი მი­ვი­და. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რა არის პატ­რი­არ­ქის გზავ­ნი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ იტყვის. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვა აქვს ცი­ხე­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო "ფეისბუქგვერდზე" სტატუსსაც ავრცელებს:
"დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება."