X
გურიაში საფლავების გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
10:30 / 08-10-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტეგები:
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს